01 ოქტომბერი 2024,   19:29
ვრცლად
ხანძარი აბუსერიძის ქუჩაზე - დამწვარია 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობი

13 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული ღამით აბუსერიძის ქუჩაზე. ცეცხლი სამსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად ბამბის საამქრო და სტამბა იყო განთავსებული. დამწვარია 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, რის გამოც დაშავებულები არ არიან. წინასწარი ინფომრაციით, ცეცხლი სწორედ საამქროდან გაჩნდა. მისი მფლობელის თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.

ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები