19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია - შესაძლოა, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა შედგეს

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის თემაზე სავარაუდოდ დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა უნდა შედგეს. შეხვედრა ღიაა, მას მერიის წარმომადგენლების გარდა, გარემოს დამცველები და სპეციალისტები დაესწრებიან.

შეხვედრაზე მისვლას გეგმავენ პარტიზანი მებაღეებიც, სწორედ ისინი ითხოვენ ამ უწყების რეორგანიზაციას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამსახურის ხელმძღვანელი პირები გადადგებიან.

ცნობილია ის რამდენიმე დეტალიც, რომელიც შესაძლოა 2017 წლიდან სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდეს. ეს არის შეცვლილი ბიუჯეტი და უწყებისთვის გარემოს დაცვისა და მონიტორინგის სამსახურების დამატება.

„ამ კვირაში დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.  პარლამენტსაც მივმართეთ კონკრეტული შეკითხვებით, რაც ეხება საკომპენსაციო რგვებს, გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და ამასთან დაკავშირებითაც იმუშავებს ეს ჯგუფი,“ - განაცხადა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა.

დღის ამბები