01 ოქტომბერი 2024,   19:43
ვრცლად
chemikhma.ge - ახალი პორტალი სადაც შეგიძლიათ გაიგოთ რომელ პარტიის მოსაზრებებს ემთხვევა თქვენი აზრები

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ვებგვერდი chemikhma.ge აამოქმედა, რომელიც ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ, რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები დგას მათთან ყველაზე ახლოს. ამისთვის საიტი სპეციალურ კითხვარს იყენებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

კითხვარი, რომელიც უკვე შევსებული აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, შეუძლია შეავსოს ნებისმიერ მომხმარებელს და ნახოს რამდენად დაემთხვევა მისი პასუხები რომელიმე პარტიის პასუხებს. საიტი ქართულის გარდა, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც მუშაობს.

კითხვარის შევსებისგან თავი რამდენიმე პარტიამ შეიკავა.

დღის ამბები