03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
რადიკალმა ისლამისტებმა ბრიტანეთის მოქალაქეს თავი მოკვეთეს

რადიკალმა ისლამისტებმა კიდევ ერთი მძევალი დასაჯეს სიკვდილით.

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა თავი მოკვეთეს ბრიტანეთის მოქალაქეს ალან ჰენინგს, რომელიც მათ ტყვეობაში დეკემბრიდან იმყოფებოდა.

ინტერნეტით გავრცელებულ მიმართვაში ისლამისტები ამერიკელი მძევლის სიკვდილით დასჯითაც იმუქრებიან.

თეთრ სახლში უკვე დაადასტურეს, რომ ისლამისტების ტყვეობაში პიტერ კესინგი იმყოფება და აღნიშნეს, რომ მის დასაბრუნებლად ვაშინგტონი ყველა საშუალებას გამოიყენებს, მათ შორის სამხედროსაც.

დღის ამბები