07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
გერმანიის ადგილობრივ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა

გერმანიის ადგილობრივ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ მარცხი განიცადა. ეგზიტპოლის თანახმად, მაკლენბურგ-ვესტ-პომერანიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა ევროსკეპტიკოსთა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც ანტი ისლამური პოლიტიკის მხარდამჭერია და მიგრანტების მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა. მას ამომრჩეველთა 21-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

მეორე ადგილზე გავიდნენ სოციალ-დემოკრატები, ხოლო მმართველმა ქრისტიან დემოკრატებმა ხმების მხოლოდ 19 პროცენტი მოაგროვეს.

ექსპერტების შეფასებით, ეს არჩევნები 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კანცლერის პარტიისთვის ერთგვარი ტესტი იყო.

დღის ამბები