07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
"აუცილებელია, გაკეთდეს დამატებითი განმარტება" - რატი იონათამიშვილი ჰერჩინსკის მედიაში გავრცელებულ განცხადებაზე

გააკეთა თუ არა ევროკავშირის ელჩმა სკანდალური განცხადება სტუდენტებთან შეხვედრის დროს? ტელეკომპანია "ფორმულამ" გამოაქვეყნა ციტატა დიპლომატის გამოსვლიდან, სადაც  ამბობს, რომ, ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება, მოგვიანებით ეს ციტატა წაიშალა.

"კურიერმა" წერილობით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომელსაც დამატებითი განმარტებები ამ დროისთვის არ გაუკეთებია. სანამ ამ განცხადების ნამდვილობა დადასტურდება, ან პირიქით, "ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე საუბრობს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებებს ითხოვს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია დამატებითი განმარტებები გაკეთდეს.

"ან "ფორმულა" ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ "ფორმულას" გვერდიდან წაშლილია, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაკეთდეს დამატებითი განმარტება. თუ ეს სიმართლეა და მსგავსი განცხადება გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული განცხადება. ამას შესაბამისი შეფასება უნდა მოჰყვეს, როგორც ჩვენი, ისე - საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები