07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
"წარმომადგენლობით ფუნქციას რომ ვამბობთ, მისი დაკნინება კი არ არის, ქვეყანასა და მის ხალხს უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც რას მომივარდითო, ეძახის - ლამის ხელით შეეხო" - გიორგი ვოლსკი

პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გაწერილი უფლებამოსილებები და ძალიან კარგად იცოდა სალომე ზურაბიშვილმა ეს, წარმომადგენლობით ფუნქციას რომ ვამბობთ, მისი დაკნინება კი არ არის, ქვეყანას და მის ხალხს უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც რას მომივარდითო ეძახის, ლამის ხელით შეეხო, - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები გარე ძალებისგან არის ნაკარნახები.

"პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გაწერილი უფლებამოსილებები და ძალიან კარგად იცოდა სალომე ზურაბიშვილმა ეს, წარმომადგენლობით ფუნქციას რომ ვამბობთ, მისი დაკნინება კი არ არის, ქვეყანას და მის ხალხს უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც რას მომივარდითო ეძახის, ლამის ხელით შეეხო. ამას უნდა წარმოადგენდეს და პრემიერ-მინისტრის წარმოდგენა, მთავრობის დაკომპლექტება, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელება, ეს არის პოლიტიკური ლიდერის დასახელება, მან აიღო ეს უფლება ქარტიაზე ხელმომწერი პარტიებისაგან, ახლა კი არიან სხვადასხვა, ვითომ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ იქ პირდაპირ წერია, რომ ეგ არის ექსკლუზიურად ის ადამიანი, ვინც წარადგენს კიდევაც, ვინც დანიშნავს რიგით არჩევნებს ვადამდელს თუ მორიგს და მე ვარო პიროვნება, რომელიც თქვენი ლიდერიაო.

ეს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სალომე ზურაბიშვილის ცხელ თავში კი არ დაიბადა, ეს არის ჩვენება და დემონსტრირება იმისა, რომ იგი არის ლიდერი და არა სააკაშვილი, არა ის ადამიანები, ვინც გაძარცვა ხალხი, დღეს პენსიებზე რომ ლაპარაკობენ, ნამუსი არა აქვთ, წაართვეს ყველაფერი პენსიონერებსაც და დასაქმებულებსაც.

საპროგრამო ნაწილი ცოტა გამიჭირდება, ცოტა დრო გვაქვს, 8 000 პენსიონერია, რუსეთს ომის უნდა გამოვუცხადოთო, ეკონომიკურად უნდა დავინგრეთო და თანაც 1 000 ლარს კიდევ პენსიას გპირდებითო, ასეთი აბსურდის ე.წ. პრეზიდენტი დღეს არის სალომე ზურაბიშვილი. ყველაფერს სისულელეს იტყვიან გარდა იმისა, რაც ბეჟაშვილმა თქვა. ბეჟაშვილმა თქვა, რომ მაგას არავინ არ ეკითხება ამის გაკეთებას, ეგ არის რეალობა, არჩევნების მერეო, შეიძლება, მივცეთ ამის უფლებაო. იკავებს პედესტალს, რომელზეც არ უშვებენ ეს ყოფილი სადისტები და სალომეს უნდა გამოსვლა წინ, რომ დაარწმუნოს ამომრჩეველი - ნუ გეშინიათ ეგ სადისტები აღარ იქნებიან, მე ვიქნები აქ, პენსიონერებსაც ავაშენებ და ქვეყანასაც წავიყვან ევროპულ გზაზე და 14 მილიარდს მოგვცემენ, გამოითვალეს, უშველებელი ტყუილი, რომელშიც ხალხს აჯერებენ,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები