07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
"ეს რომ ელჩის წინა გამონათქვამებთან კავშირში არ ყოფილიყო, ალბათ ეჭვიც არ გაგვიჩნდებოდა" - მიხეილ ყაველაშვილი ჰერჩინსკიზე

ტელეკომპანია "ფორმულამ" გამოაქვეყნა ციტატა დიპლომატის გამოსვლიდან, სადაც პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ, ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება. მოგვიანებით, ეს ციტატა წაიშალა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, მიხეილ ყაველაშვილი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჰერჩინსკის განცხადება საზოგადოებას განემარტოს.

"ეს რომ ელჩის წინა გამონათქვამებთან კავშირში არ ყოფილიყო, ალბათ, ეჭვიც არ გაგვიჩნდებოდა, თუმცა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას განემარტოს მისი განცხადება, ან ტელეკომპანია "ფორმულამ" უარყოს, რომ მისი გავრცელებულია ეს დეზინფორმაცია. ჯერჯერობით, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ბილბორდებთან დაკავშირებით მისი გამონათქვამები, უკვე პირდაპირ ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები