03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
აშშ ებოლას ეპიდემიის გამო აფრიკაში 4 ათას სამხედროს გაგზავნის

აშშ ებოლას ეპიდემიის გამო აფრიკაში 4 ათას სამხედროს გაგზავნის.

ეს გადაწყევტილება აშშ-ის ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში ებოლას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის მატების გამო მიიღო.    

ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეერთებულ შტატებში თანდათან იმატებს. ებოლას სიმპტომებით კიდევ ერთი პაციენტი ვაშინგტონის კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტი, სავარაუდოდ, ნიგერიაში დაინფიცირდა, საიდანაც ის ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ექიმების დაკვირვების ქვეშ ტეხასის 50-მდე მცხოვრებიც რჩება. ყველა მათგანს კონტაქტი ჰქონდა ტომას დუნკანთან, რომელსაც ებოლას დიაგნოზი 5 დღის წინ დაუდასტურდა. სპეციალისტების განცხადებით, მამაკაცი ლიბერიაში დაავადდა. 

აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებს დასავლეთ აფრიკაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

დღის ამბები