07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
მასშტაბური წყალდიდობა საბერძნეთში - წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი

მასშტაბური წყალდიდობა საბერძნეთში - გადაუღებელმა წვიმამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთით, პეპოლონესის ნახევარკუნძული დააზარალა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი.

სტიქიის ზონაში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ავტომობილებიც. გავრცელებული ცნობით, შენობებში შევარდნილი წყლის დონე ზოგან ერთ მეტრს აღწევს.

უამინდობაა ქალაქ თესალონიკშიც, სადაც სამაშველო ბრიგადებმა 500-ზე მეტი გამოძახება მიიღეს.

დღის ამბები