03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ბილ კლინტონი, რომის პაპი ფრანცისკე და ჩინელი აქტივისტი - ნობელის პრემიაზე წარდგენილები

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე რამდნეიმე გავლენიანი ადამიანია წარდგენილი, მათ შორის არიან შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, რომის პაპი ფრანცისკე და ადამიანის უფლებების დამცველი ჩინელი აქტივისტი.

ბილ კლინტონი მშვიდობის პრემიაზე ახლო–აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის წარადგინეს. პაპი ფრანცისკე ამ პრემიაზე სიღარიბესთან ბრძოლის გამოა წარადგენილი.

კიდევ ერთი კანდიდატი რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" გახდა. კანდიდატის სტატუსი გამოცემამ, როგორც დამოუკიდებელმა მედია საშუალებამ, დაიმსახურა, რომელიც 20 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე წერდა.

ნობელის საერთაშორისო პრემიის დაჯილდოვება ყოველწლიურად იმართება

დღის ამბები