03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები პროტესტს დღესაც აგრძელებენ

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები დღეს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან 17 საათსა და 30 წუთზე შეიკრიბებიან.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან იმ დოკუმენტების წარმოდგენას მოითხოვენ, რის საფუძველზეც საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე სამუშაოები დაიწყო.

„საყდრისის მცველებმა” აქცია გუშინ კულტურის სამინისტროსთან გამართეს. აქციის მსვლელობისას ისინი კულტურის მინისტრსაც შეხვდენენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც „არემჯი გოლდმა” საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები