03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
გარდაცვლილის ცხედრის ამოტანა მეტროდან ამ დრომდე ვერ ხერხდება

შსს-ს ინფორმაციით, მეტროსადგურში  მომხდარი შემთხვევის გამო, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

მეტროსადგურში "სამასი არაგველი" ლიანდაგში 50 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა. 
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე გასულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცნო დახმარების მანქანები. თუმცა ცხედრის ამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

ერთი მგზავრი, რომელიც ამ შემთხვევის  თვითმხილველია და მატარებლის მემანქანე პოლიციას ჩვენებას აძლევენ.  

მომხდარის გამო მეტროს ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. 

დღის ამბები