ნიკა გვარამია მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ
"სამწუხაროდ ხელისუფლებამ აირჩია ბოლო 3 წელია რუსთავი 2-თან და პირადად ჩემთან მუდმივი პოლემიკის რეჟიმში ყოფნა, როგორც ჩანს მეტის საქმე არ აქვთ,"-განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით ხელისუფლება ჩანაწერებს აქვეყნებს სამთავრობო სააგენტოების მეშვეობით.
"ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გვისმენს და არა მხოლოდ ტელევიზიის დირექტორს, არამედ პოლიტიკურ ლიდერს.
"ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, მე ვესაუბრები მიხეილ სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ნათელაშვილსაც, ეს არის ჩემი პირადი საქმე, არაფერი უკანონო ამაში არ არის, არაფერი მედიის დამოუკიდებლობასთან ან პარტიის დმოუკიდებლობასთან ეს კავშირში არ არის.
"ჩვენთვის წითელი ხაზი და წყალგამყოფი არის პრო დასავლური ორიენტაცია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული ოცნება არ არის პროდასავლური ძალა და მასთან დიახაც, ჩვენთვის არის წინასაარჩევნოდ მათ შორის და განსაკუთრებით, წყალგამყოფი თანამშრომლობის კუთხით.
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პარტია ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში. რადგან, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტი ეთერთან დაკავშირებით და ყველაზე დაბალანსებული ეთერი ჩვენ გვაქვს. მაგრამ, ვისთან ვითანამშრომლებთ, რა ფორმით და როგორი ხარისხით, ეს თავისთავად ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტია და ბატონ პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრე სწორედ ამაზე. სასაცილოა, რომ რაღაც კონსპირაციები კეთდება ამისგან," - აცხადებს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, გავრცელებულ მასალაში სკანდალური არაფერია, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სითავხედით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უსმენს და იყენეს ამ საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამას არხის გენერალური დირექტორი ტრაგიკულს და ამაზრზენს უწოდებს.
"როგორც ჩანს ამ ბოლო თავხედური ჟესტიდან, 2016 წლის 8 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას, თავისუფალი მედიის და რუსთავი 2-ის გადარჩენას, უნდა ვუთხრათ არა მოსმენებს, თვალთვალს, ვიდეო გადაღებას და ამის გამოქვეყნებას და ძალიან დიდი მოკრძალებით, მაგრამ ჩემი პერსონალური ნაწილიც უნდა გითხრათ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებენ, იღებენ, აშანტაჟებენ, უსმენენ, აქვეყნებენ, ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებიან და დიახ, ეს იქნება რეფერენდუმი რიგითი ნიკა გვარამიას გადასარჩენადაც, ასეთი რიგითი ნიკა გვარამიები ამ ქვეყანაში არის ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი, მათ შორის ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც პოლიციის ავადმყოფური დავალებების გამო იღუპებიან. გავიხსენებ სამტრედიის ფაქტს.
"დიახ 2016 წლის 8 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, სადაც ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ყველაფერ ამის შემოქმედს - ქართულ ოცნებას. წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი, ნომერი 41-ის გარდა. ეს ძალა საქართველოს ღუპავს, მიაქანებს უფსკრულში და ამას აკეთებს განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით და თავხედობით. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მანიაკალური ბოდვებით შეპყრობილი ადამიანის პროექტი, რომლის მთავარი სიამოვნება ამ ცხოვრებაში, მათ შორის ხორციელი მთავარი სიამოვნება არის სხვა ადამიების თვალთვალი, მოსმენა და ამაზე უკაცრავად და „კაიფი“. არ შეიძლება ასეთი ავადმყოფურად შეპყრობილი ადამიანი მართავდეს ქვეყანას," - აღნიშნავს ნიკა გვარამია.