19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია - კვლევა IDFI-მა მოამზადა

თბილისის საკრებულოში საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით გაზრდილია. პერიოდი 2011-2015 წლებია. თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია! ამ სახელწოდების კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლიდან გაორმაგებულია შრომის ანაზღაურების ფონდი საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურება 2011 წელთან შედარებით 2015 წელს 331 ათას 300 ლარით არის გაზრდილი, საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 2 მილიონ 700 ათასი ლარით, 3 მილიონ 150 ათასი ლარით არის მომატებული უშტატო თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება.

„ჩვენი ეკონომიკის პირობებში, ქალაქის საკრებულოში 500 ადამიანის დასაქმება საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს,“ - აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი. 

დღის ამბები