07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
"ფიატ კრაისლერი" მსოფლიო ბაზრიდან ორ მილიონამდე ავტომობილს გაიწვევს

ფიატ კრაისლერი მსოფლიო ბაზრიდან ორ მილიონამდე ავტომობილს გაიწვევს. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების სისტემაში გამოვლენილი დეფექტის გამო მიიღეს. საუბარია უსაფრთხოების ბალიშებისა და ღვედების გაუმართაობაზე.

კომპანიის ინფორმაციით, იმის გამო რომ შეჯახებისას უსაფრთხოების ბალიში არ გაიხსნა, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამერიკული ბაზრიდან კომპანია მილიონ 400 ათას ავტომობილს გაიწვევს, მათ შორისაა კრაისლერ სებრინგის და დოდჯ კალიბრის მოდელები.

დღის ამბები