03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
მთავრობა პრემიერის დაწესებულ დღესასწაულს სრული შემადგენლობით ესწრება

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ  „წელს  საუკეთესო რთველი იყო“.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კახეთში გააკეთა, სადაც მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი კახეთში  მის მიერვე დაწესებული  „ქართული ღვინის დღის“ აღსანიშნავად იმყოფება, რომელიც, ცხადია, წელს პირველად იმართება.

„ეს ერთგვარად სიმბოლური შეჯამებაა, რადგან  მიმაჩნია, რომ წელს საუკეთესო რთველი იყო, ვინაიდან გლეხები  ძალიან კმაყოფილები არიან,“ - განაცხადა  ღარიბაშვილმა.  

მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში და ჩურჩხელების ამოვლებაში.

მოგვიანებით ალავერდის სამონასტრო კომპლექსშიც  მივლენ.  დაგეგმილია შეხვედრები მოსახლეობასთან.  

დღის ამბები