თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაძლოა, ისევ საპროტესტო ტალღამ მოიცვას. განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც რექტორობისთვის იბრძვის, სტუდენტების ნაწილთან ერთად კონკურენტი უპირისპირდება. ახალგაზრდების განცხადებით, აკადემიურ საბჭოზე გია შარვაშიძის კანდიდატურის მხარდასაჭერად ზეწოლა მიმდინარეობს.
ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა თითქმის 2-საათიანი შეხვედრა აუდიტორია 115- სა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატს შორის. სტუდენტებმა გია შარვაშიძეს ის დაპირებები შეახსენეს, რომელიც მან განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს გასცა.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ, რატომ არ განახორციელა სამინისტრომ უნივერსიტეტში თვითმმართველობის რეფორმა. აუდიტორია 115-ის წევრები ასევე დაინტერესდნენ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს გია შარვაშიძე რექტორად არჩევის შემთხვევაში.
გია შარვაშიძის არჩევნებში მონაწილეობის გამო, არ არის გამორიცხული, პროცესმა საპროტესტო ტალღის ფონზე ჩაიაროს. უნივერსიტეტის თვითმმართველობა განათლების ყოფილი მინისტრის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აპროტესტებს.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თავად გია შარვაშიძე.
ავტორი: შოთა კიკნაძე