07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
მარკ ცუკერბერგი ბავშვების დასახმარებლად ახალ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

Facebook-ის დამფუძნებელი ბავშვების დასახმარებლად ახალ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. მარკ ცუკერბერგმა მეუღლესთან ერთად სპეციალური პროგრამა შეადგინა, რომელიც ბავშვებს და მოზარდებს ყველა სახის დაავადებისგან განკურნებაში დაეხმარება.

კამპანიას ცუკერბერგი პირადი სახსრებით დააფინანსებს და საამისოდ 3 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს.

თანხა მოხმარდება კვლევითი ცენტრების დაფინანსებას, დაავადების დიაგნოსტიკას და ზოგადად მედიცინის სფეროს სწრაფ განვითარებას.

გეგმა 10 წელზეა გათვლილი და Facebook -ის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ამ პერიოდში დაავადებებისგან უამრავი ბავშვი განიკურნება.


დღის ამბები