03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ალავერდში ღვინის მუზეუმი გაიხსნება

„კახეთის რეგიონში 115 ათასი ტონა ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 155 მილიონი ლარი შეადგინა,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა კახეთში გააკეთა, სადაც მის მიერვე დაწესებული "ქართული ღვინის დღის" აღსანიშნავად მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება. 

მან კახელებს უხვმოსავლიანი წელი მიულოცა და ალავერდში ღვინის მუზეუმის გახსნაზეც ილაპარაკა.

„ჩვენ დავაწესეთ ეროვნული ღვინის დღე, რომელსაც დღეს პირველად აღვნიშნავთ და იმედი მაქვს, მომავალში ეს დღე ტრადიციად დამკვიდრდება და ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად ჩამოყალიბდება,” - განაცხადა პრემიერმა.

ღვინის მუზეუმის მშენებლობა კი მთავრობის კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა.

 „ეს იქნება ერთგვარი ცენტრი, უნიკალური ცენტრი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მუზეუმის შექმნა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობს.

„მინისტრმა დაათვალიერა რამდენიმე მუზეუმი მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, რომ ყველაზე საუკეთესო გავაკეთოთ საქართველოში,“- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

სოფელ იყალთოსთან ამოქმედდება ქვევრის სკოლაც.

დღესვე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პრემიერს და ალავარდელს სამახსოვროდ სპეციალურად საფერავის დეგუსტაციისათვის დამზადებული სასმისები გადასცა.

პრემიერ-მინისტრი დოღსაც დაესწრო და გამარჯვებულ მოზარდს საჩუქრად ერეკლე მეფის ხმლის ასლი გადასცა.

დღის ამბები