03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
მეტროსადგურში ”300 არაგველი” გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

მეტროსადგურში  ”300 არაგველი” გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 ინციდენტი დღეს, პირველი საათისათვის, მოხდა. მამაკაცი მატარებელს ჩაუვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

იმის გამო, რომ მატარებლის გადაადგილება ვერ ხერხდებოდა, ცხედრის ამოსასვენებლად მაშველებს რამდენიმე საათიანი დაძაბული მუშაობა დასჭირდათ.

სამართლადამცველები თვითმკლველობის ვერსიაზე მუშაობენ, რადგან ერთ-ერთი თვითმხილველი ადასტურებს, რომ მამაკაცი ლიანდაგებზე მატარებლის მიახლოებისთანავე თვითონ გადახტა.

საქმე ამ ეტაპზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

დღის ამბები