03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის უდიდეს დღესასწაულს... ამ დღეს ყველა თქვენგანი განსაკუთრებულად ზეიმობს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თქვენი სიხარული თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

დღის ამბები