დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.
სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27-ში ქალაქის დაცემით დასრულდა.
სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლ-კაროდ დარჩა. სოხუმის დაცემის დღე ჯვართამაღლების დღესასწაულს ემთხვევა.