07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
მოსკოვი ჟენევაში სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

მოსკოვი უახლოეს ხანებში ჟენევაში სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის.

რუსეთი მზად არის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განახლების მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

თავად კონფლიქტის ზონაში კი ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.

წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ქალაქ ალეპოში ასადის რეჟიმისა და რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგად მათი ჰოსპიტალიც დაზიანდა და მუშაობას ვეღარ აგრძელებს.

უკიდურესი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, ქალაქში ისევ რჩება 250 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. 

დღის ამბები