03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ისნის გამგებლის მოადგილე პროკურატურას მისი საქმის შესწავლას სთხოვს

თვითმმართველობის ორგანოებში თანამშრომლებს სამსახურის დატოვება იძულებით უწევთ. საუბარია არამხოლოდ რიგირთ თანამშრომლებზე, არამედ ისეთი მაღალი თანამდებობის პირებზეც, როგორიცაა ისნის გამგებლის მოადგილე. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სასამართლოს გზით შეეცდება საკუთარი უფლებების აღდგენას.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გამგებელმა მოსთხოვა, მათ განცახადების ნებაყოფლობით  დაეწერათ. ნაწილმა დაწერა, ნაწილი კი ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

არასამათავრობო ორგანიზაციები პროცესის მონიტორინგს აწარმოებენ. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე, თბილისის მერიიდან 156 საჯარო მოხელეა გათავისუფლებული, მათი ნაწილი - საკუთარი განცხადების საფუძველზე.

იმერეთისა და გურიის რეგიონებში ბოლო 2 თვის განმავლობაში სულ 737 ადამიანი გათავისუფლდა. აქედან საკუთარი განცხადების საფუძველზე - მხოლოდ 116.

თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომლების მასობრივ დათხოვნაზე საუბრობენ ქვემო ქართლშიც, სადაც რუსთავის ყოფილი მერის, მამუკა ჩიქოვანის ინფორმაციით, ქალაქის თვითმმართველობიდან 75 ადამიანი მოყტუებით გაათავისუფლეს.

თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა უფლებების დარღვევაზე თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს.  

გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერიც, რომელშიც ისნის გამგებლის მოადგილის გნცხადებით, მასზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ზეწოლას გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები ახდენდნენ.

ისნის გამგებლის მოადგილემ რამდენიმესაათიანი ფარულ ჩანაწერები პროკურატურას უკვე გადასცა. ბესიკ დონაძე საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამ ჩანაწერებს დავით ნარმანია ისნის გამგებლის მოადგილის მიერ გასულ წლებში ჩადენილ გადაცდომებზე საუბრით პასუხობს და განმარტავს, რომ დედაქალაქის მერიასა და გამგეობებში თანამშრომელთა დევნა არ მიმდინარეობს.

დღის ამბები