07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
სირიის კონფლიქტი - ვაშინგტონი რუსეთთან მოლაპარაკების შეწყვეტის ზღვარზეა

იერუსალიმში გამგზავრებამდე, ჯონ კერი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდა და სირიის კრიზისზე ილაპარაკა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან მოლაპარაკების შეწყვეტის ზღვარზეა, ვინაიდან მოსკოვის ქმედებები სირიაში ირაციონალური გახდა.

ბოლო დღეებია სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით, ალეპოზე ავიაიერიშებს ახორციელებს, რის გამოც ობამას ადმინისტრაცია უკვე საპასუხო ზომებს განიხილავს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებასაც.

ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, დიპლომატიის მარცხმა მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

მოსკოვში კი ზავის დაბლოკვის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციასა და ტერორისტებს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს.

დღის ამბები