01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
თელავში 20 მილიონ ლარად სპორტის სასახლის აშენება იგეგმება

თელავში სპორტის სასახლის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებაზე სპორტის მინისტრმა, კახეთის გუბერნატორთან და თელავის მერთან ერთად, საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვა.

პროექტი "სპორტული ინფრასტუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგებში ხორციელდება, რაც ორ დარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

სპორტული კომპლექსი 2017 წლის ზაფხულში გაიხსნება. მშენებლობისთვის 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 

დღის ამბები