07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
მექსიკაში ვულკანმა გაიღვიძა - გამოცხადებულია მოსახლეობის ევაკუაცია

მექსიკაში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანმა გაიღვიძა. კოლიმას კრატერიდან უკვე ცეცხლოვანი ლავა იფრქვევა და მიმდებარე სოფლებს ემუქრება.

ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. 350-მდე ოჯახს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

კოლიმას კრატერი 3 ათას 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვულკანი სამი დღის წინ გააქტიურდა. ამ ხნის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე ათასზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.

დღის ამბები