01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა სოფელ უსახელოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა იუსტიციის მინისტრმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში. საქართველოში ის უკვე 39 ცენტრია, იმერეთში კი მე-8.

საზოგადოებრივი ცენტრი სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. საქართველოს მასშტაბით მოქმედ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები