03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
კიწმარიშვილის საქმეზე დეტალები ისევ უცნობია

6 ტომიან საქმეში ზურაბ კიწმარიშვილმა მისი ძმის თვითმკვლელობის დამადასტურებელი მტკიცებულება დღეს ვერ ნახა.

კიწმარიშვილი პროკურატურაში 3 საათი იმყოფებოდა და პროკურატურის მასალის მხოლოდ ნაწილის გაცნობა შეძლო.

ამ დრომდე აგრძელებენ მასალების შესწავლას  კიწმარიშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი.

უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა თანხმობას აცხადებს მაია ნიკოლეიშვილის ინიციატივაზე, ჩატარდეს ერთგვარი ექსპერიმენტი, რომლითაც მთავარ კითხვას,  თავი მოიკლა თუ მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი, გაეცემა პასუხი.  

გარდა ამისა, მომავლ კვირას ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებოს  საქმეზე კიდევ ორი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. 

დღის ამბები