07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ფეტულა გიულენის ძმას თურქეთის ხელისუფლებამ უკვე წაუყენა ოფიციალური ბრალდებები

თურქმა სამართალდამცველებმა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული სასულიერო პირის ფეტულა გიულენის ძმა დააკავეს. სპეცოპერაცია იზმირის პროვინციაში ჩატარდა.

კუტბეტინ გიულენი ნათესავის სახლში აიყვანეს. დაკავებულს ბრალად ედება შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობა. მისი უფროსი ძმა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

თურქეთის ხელისუფლებამ მას უკვე წაუყენა ოფიციალური ბრალდებებიც და ექსტრადირებაც მოითხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები