07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პირველი პირის პოსტზე პარლამენტმა კერსტი კალიულაიდი აირჩია. 46 წლის პოლიტიკოსს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში 101-დან მხოლოდ 98-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

კერსტი კალიულაიდი ქვეყანას 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე კი, ის ევროკავშირის საბიუჯეტო კომიტეტში ოფიციალური ტალინის წარმომადგენელი იყო.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ტომას ჰენდრიქ ილვესი ჩაანაცვლა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენის შესუსტებაზე და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე აკეთებდა აქცენტს.

დღის ამბები