01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
ჩემს ძმას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს - ოქრუაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის და განცხადებას აკეთებს

"ჩემს ძმას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს," - ამ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის, ალექსანდრე ინდუაშვილის, და, ამალია ინდუაშვილი, აკეთებს. ის ამბობს, რომ მისი ძმა აქციაზე შემთხვევით მოხვდა და გაკვირვებულია, თუ რატომ მოხდა ამ შემთხვევის დაკავშირება პოლიტიკასთან. 

"შეგროვილი ხალხი რომ დაინახა, დააინტერესდა, რა ხდებაო. მერე მოვიდა პოლიცია. ასეთ 
პოლიტიკურ სარჩულს რომ უდებენ, ძალიან ცუდია. ჩემს ძმას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს," - აცხადებს ეჭვმიტანილის და. 

დაკავებულის შვილი ვასილ ინდუაშვილი კი დღევანდელ დღეს იხსენებს. ის ამბობს, რომ მამამისი სახლში მივიდა და თქვა, რომ ის პოლიციაში უნდა მისულიყო და ჩაბარებოდა. 

"მე როგორც გავიგე, შეურაცხყოფა მიუყენებია ვიღაცას. სახლში მოვიდა და მითხრა, რომ წამიყვანე, პოლიციაში უნდა გამოვცხადდეო," - აცხადებს ვასილ ინდუაშვილი. 

დღის ამბები