01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
გაზის მილის დაზიანებას თბილისში აფეთქება მოჰყვა

აფეთქება მოჰყვა თბილისში გაზის მაგისტრალური 300 მმ. მილისადენის დაზიანებას, შემთხვევა ყიფიანისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. 

არავინ დაშავებულა, დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი, თვითმხილველთა თქმით გაზის მაგისტრალური 300 მმ. მილსადენი იმ კომპანიის თანამშრომლებმა დააზიანეს, რომლებიც მათ ქუჩაზე,  შუქნიშნისთვის მიწისქვეშ ელექტროკომუნიკაციების გაყვანას ახორციელდბენ. 

მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებს უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებს, ადგილობრივების თქმით სამუშაობს ტექნიკური პერსონალი არაფხიზელ მდგომარეობაში ახორციელბდა. 

შემთხვევის გამო ქუჩას ავარიულად შეუწყდა გაზის მიწოდება. ყაზტრანს გაზ-თბილისი-ს ინფორმაციით ბუნებრივ აირს აბონენტები დღეს  ეტაპობრივად მიიღებენ.

დღის ამბები