07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ევროპარლამენტარები დღეს ე.წ. "შეჩერების მექანიზმის" საკითხს განხილავენ

ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის დიპლომატები დღეს ერთმანეთს ე. წ "შეჩერების მექანიზმის" განხილვის მიზნით შეხვდებიან.

შესაძლოა მოლაპარაკებები რამდენიმე კვირას გაგრძელდეს. სწორედ შეჩერების მექანიზმის შემოღება განისაზღვრა იმ საბოლოო ვადად, როცა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შევა ძალაში.

გუშინ ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

დღის ამბები