01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
GFK 10 000 ადამიანს გამოკითხავს - "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლებში ცდომილება სავარაუდოდ, 1% იქნება

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლებში ცდომილება სავარაუდოდ, ერთი პროცენტი იქნება. 8 ოქტომბერს, 8 საათზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მაყურებელი GFK-ს ეგზიტპოლის შედეგებს ნახავს.

პროპორციულ არჩევნებში პარტიების პროცენტული მაჩვენებლების დასადგენად მკვლევარები 220 უბანზე იმუშავებენ და მთელი საქართველოს მასშტაბით 10 000 ამომრჩეველს გამოკითხავენ.

მსოფლიოს 5 ძირითად კომპანიაში შემავალი კვლევითი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ეგზიტპოლების მეთოდოლოგია განმარტა. 

GFK-ს ადგილობრივი პარტნიორი, რომელიც საველე სამუშაოებს ჩაატარებს, BCG-ია. ვადიმ ვოლოსის განმარტებით, კომპანია ბრიტანული ოფისის რეკომენდაციითა და BCG- წარსული გამოცდილების მიხედვით შეირჩა, ამ პროცესთან შეხება კი რუსთავი 2-ს არ ჰქონია.

ქართველი პარტნიორის შერჩევასთან ერთად, ტელეკომპანია არც მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობს, იგივე სტანდარტით შედგა თანამშრომლობა საზოგადოებრივი კვლევების შემთხვევაშიც.

GFK საქართველოში მე-5 არჩევნებზე მუშაობს, მესამედ კი რუსთავი 2-ის დაკვეთით. ბოლო ეგზიტპოლი, რომელიც ტელეკომპანიისთვის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მომზადდა, ცესკოს შედეგებს მხოლოდ 0.2%-ით ასცდა.



დღის ამბები