07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ათათურქის აეროპორტის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

10 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად სტამბოლში ათათურქის აეროპორტის სიახლოვეს.

ბომბი პოლიციის შენობის მახლობლად მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ეჭვმიტანილთა შრის ქურთების მუშათა პარტია და ისლამური სახელმწიფო არიან.

სწორედ მათ უკავშირდება თურქეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული ტერაქტები.

დღის ამბები