01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
პარლამენტთან ერთად აჭარა დღეს უმაღლეს საბჭოს ირჩევს

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად აჭარაშიც საარჩევნო უბნები რამდენიმე წუთია გაიხსნა. უსკო-ს მონაცემებით აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 348 უბანი, მათ შორის ერთი სპეცუბანი. 

აჭარაში დღეს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ. როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს სპეციალურად ამისთვის სხვადასხვა ფერის ბიულეტენებია დაბეჭდილი. 

აჭარაში არჩევნებს 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება, მიმდინარე არჩევნებს კი 16 მედიასაშუალება გააშუქებს. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

დღის ამბები