01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით ნინოწმინდის 3 სოფელში ხმის მიცემის პროცედურა ღიად მიმდინარეობს. ინფორმაცია კურიერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. 

მათივე ინფორმაციით იყო ე.წ. "კარუსელის" რამდენიმე მცდელობაც. 

ასევე მცირე ინციდენტი მოხდა სოფელ წყრუთშიც, სადაც საარჩევნო უბნის ეზოში ქართული ოცნების წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ. 

სამცხე-ჯავახეთში ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაციით 15%-იანი აქტივობაა, რეგიონში სულ 212 საარჩევნო უბანია. 

ავტორი დავით კაკულია.

დღის ამბები