01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
ჩუღურეთში პატრულის მიერ "ენმ"-ის წარმომადგენლის გამოძევების მცდელობა - ნინო ცისკარიშვილი დარღვევებზე საუბრობს

ჩუღურეთში, N20 უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს ნინო ცისკარიშვილს უბნიდან მაისურის გამო აძევებდნენ. მისი განმარტებით, სინამდვილეში ეს იმიტომ  ხდებოდა, რომ მან 5 საჩივარი დაწერა. ცისკარიშვილი ამბობს, რომ დილიდან უბანზე დარღვევებით მიმდინარეობს პროცესი, რაც მან გააპროტესტა.

მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლის თქმით, გადასატან და საარჩევნო ყუთს შორის დასალუქი წებოვანი სტიკერები აერიათ, რის გამოც უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

მისივე თქმით, ქართული ოცნების კოორდინატორები აგიტაციას უბნის შესასვლელთან. ნინო ცისკარიშვილის განმარტებით, სამჯერ გაფრთხილების მიუხედავად, რეაგირება არ ხდება.

როგორც ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლი ყვება, საპატრულო ეკიპაჟის მეშვეობით, ძალის გამოყენებით ხდებოდა მისი უბნიდან გაყვანა.

მისი განმარტებით, საბოლოოდ საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა ნინო ცისკარიშვილის მაისურში საეჭვო ვერაფერი შენიშნეს, რის გამოც პატრულმა და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მისი უბნიდან გაძევება გადაიფიქრა. 

დღის ამბები