01 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
ლარის დევალვაცია - კვების პროდუქტებზე მომუშავე კომპანიები ფასების მატებას აანონსებენ

შპს სოლედო, რომელიც კვების პროდუქტების ბაზარზე უკვე 13 წელია, მუშაობს, უახლოეს პერიოდში 300-ზე მეტი დასახელების იმპორტირებულ საქონელზე ფასის გაზრდას აპირებს. გუჯა გვილავა გადაწყვეტილების მიზეზად ლარის დევალვაციას ასახელებს. ამბობს, რომ ქვეყანაში შემოტანილ პროდუქტებზე ფასის გაზრდა კვების სხვა იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებსაც მოუწევთ.

2-3 კვირაში ფასებს თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე 15%-მდე გააძვირებს კომპანია გრადნის დამფუძნებელიც.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება იწვევს, რასაც ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაც უწყობს ხელს.

ექსპერტები საკვებ პროდუქტზე ფასის მატებასთან ერთად, ნავთობის ფასის ზრდასაც პროგნოზირებენ. მათი ნაწილი ფასებზე მნიშვნელოვან ცვლილებას ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას უკავშირებს.

 

 

 

დღის ამბები