01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს ახალგაზრდებს, არიან დაშავებულები - სერგი კაპანაძე

არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, წინასწარი ინფორმაციით არიან დაშავებულები. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგი კაპანაძის, ინფორმაციით, შემთხვევა ვაზისუბანში მოხდა, სადაც მისი განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. 

კაპანაძის თქმით, დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

დღის ამბები