01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
სახალხო დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია - 2 დღეში დედაქალაქი სტუმრებს თბილისობაზე ელოდება

ყველაზე სახალხო დღესასწაულისთვის მზადება დაწყებულია, 2 დღეში დედაქალაქი სტუმრებს თბილისობაზე ელოდება.

თბილისობა 2017 - მრავალფეროვანი და განსხვავებული კომპოზიციები და ინსტალაციები 40-მდე სივრცეში აეწყობა.

ტრადიციული თბილისობის ეპიცენტრი ტრადიციულად, ძველი თბილისი იქნება. რიყის პარკში მოწყობილი საბავშვო ქალაქი პატარებისთვის მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს, დაგეგმილია კულინარიული აქტივობები და კონცერტები, რომელიც 2 სცენაზე გადანაწილდება.

თბილისობის აღნიშვნა 15 ოქტომბერს დღის 12 საათიდან დაიწყება, ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით და თემატური რეპერტუარით, გალაკონცერტი მეიდანზე ღონისძიებებს 16 ოქტომბერს დახურავს.

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები