03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
სვანიძე: "კავკასუსში" კრიმინალური პოლიციის შესვლა ბავშვთა პორნოგრაფიას არ უკავშირდებოდა"

„კავკასუსში“ კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არა ბავშვთა პორნოგრაფიას, არამედ იმ სერვერებს უკავშირდებოდა, სადაც იწერებოდა და ინახებოდა ფარული მოსმენების და თვალთვალის აუდიო და ვიდეოჩანაწერები.

განცხადება ამის შესახებ საკუთარი Facebook-ის გვერდზე „ბიეს სტუდიის“ დამფუძნებელმა ბაკურ სვანიძემ გააკეთა. სვანიძე წყაროს, რომელმაც მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, არ ასახელებს და აცხადებს, რომ არც ის იცის, კონკრეტულად, ვის შესახებ არის ფარული ჩანაწერები გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს „კავკასუს ონლაინში“ კრიმინალური პოლიცია შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიაში არსებული სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ატვირთვას, რის სანაცვლოდაც, სავარაუდოდ, კავკაზუსი თანხას იღებდა. 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ სერვერებზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი აცხადებს, რომ "კავკასუს ონლაინი" პასუხისმგებელია მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტ-გვერდების შინაარსზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები