07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ერთწლიანი გლოვა ტაილანდში - 89 წლის ასაკში ბანგკოკში, ტაილანდის მეფე გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ბანგკოკში ტაილანდის მეფე, რამა მეცხრე გარდაიცვალა. ის იყო მონარქი, რომელსაც მსოფლიოში სამეფო ტახტი ყველაზე დიდხანს ეკავა. რამა მეცხრე 1946 წელს გამეფდა და ტაილანდს 70 წლის განმავლობაში მართავდა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მონარქი ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. ზაფხულში მას გულის ოპერაციაც ჩაუტარდა.

ხშირი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მონარქი ტაილანდელებისთვის ქვეყნის სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ამიტომ ქვეყანაში ერთწლიანი გლოვა გამოცხადდა.


დღის ამბები