01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს

სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება დღეს დილიდან მცხეთაში. სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, მცხეთაში კი სახალხო ზეიმია. წირვას ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

მცხეთაში იმყოფებიან მთავრობის წევრებიც. ქალაქში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. დამონტაჟებულია სცენა, რომელზეც დღის განმავლობაში რამდენიმე კონცერტი გაიმართება. ქუჩებში გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები.

დღევანდელი დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება.  

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები