07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ანტალია-ქემერის დამაკავშირებელ მაგისტრალზე

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა ანტალია-ქემერის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპორტო რაიონში სარაკეტო იერიში განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, დაუდგენელმა პირებმა სამი რაკეტა მაღალმთიანი ტერიტორიიდან ზღვის მიმართულებით გაუშვეს, ზუსტად იმ დროს როდესაც დატვირთული ტანკერი ნავსადგომს ტოვებდა. ჭურვები თევზის ბაზარს დაეცა.

მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და განმაღმველები არიან მობილიზებულები.

დღის ამბები