07 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები და ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლება გახდა მოლაპარაკების მთავარი თემა ლოზანაში.

დახურული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა პოზიციების შეჯერება ვერ შეძლეს.

ჯონ კერიმ მოლაპარაკებას კონსტრუქციული, თუმცა დაძაბული უწოდა და აღნიშნა, რომ კრიზისის დროულად მოსაგვარებლად რუსულ მხარესთან კონტაქტს გააგრძელებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეხვედრაზე რამდენიმე იდეა განიხილებოდა და ზოგ მნიშვნელოვან საკითხზე მონაწილეებს ერთიანი პოზიცია აქვთ. ჯონ კერის განცხადებით, სირიის კრიზისზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება.

დღის ამბები