07 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
სუპერ მოდელის, მირანდა კერის სახლში უცნობმა მამაკაცმა შეჭრა სცადა

სროლის ხმა გაისმა მირანდა კერის სახლში - ცნობილი მოდელის მალიბუს სახლში უცნობმა მამაკაცმა შეჭრა სცადა. ეჭვმიტანილი დაცვის წევრმა შენიშნა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ბოროტმოქმედმა მცველი დანით დაჭრა, რის შემდეგაც დაცვის წევრმა ცეცხლი გახსნა. ორივე დაშავებული ლოს-ანჯელესის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მირანდა კერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა, რადგან სუპერ მოდელი ინცინდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

დღის ამბები