01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
აქცია საქართველოში - ქუჩის ძაღლებისთვის ოპერაციები ტარდება

ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაცია აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო კლინიკასთან ერთად ქუჩის ძაღლებისთვის ოპერაციებს ატარებს.

მანიპულაციები პოპულაციის კონტროლისთვის, ქუჩის 40-მდე ცხოველს ჩაუტარდა, რომლებიც კლინიკაში ცხოველთა დამცველებმა მიიყვანეს. აქცია საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება.

ბრიტანული ორგანიზაციის ვეტერინართა გუნდი ასევე ცხოველთა თავშესაფრის მართვის გაუმჯობესებისთვის კონსულტაციებს გამართავს. 

დღის ამბები